„ევროპული საქართველო” „თიბისი ბანკს“ და სებ-ს მიმართავს

გადაინაცვლებს თუ არა „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებული მოვლენები პარლამენტში. „ევროპული საქართველო” ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას და „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს საკანონმდებლო ორგანოში მისვლას და კომიტეტის ფორმატში მოსმენას სთავაზობს.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საპარლამენტო უმცირესობის შეთავაზებას იღებენ და მზად არიან, დეპუტატებს 11 წლის წინ განხორციელებული ტრანზაქციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ. თუმცა, მათგან განსხვავებით, ჯერჯერობით საკომიტეტო მოსმენის ფორმატში მონაწილეობის მზაობა არ გამოუთქვამს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.

აღნიშნული ფორმატის წინააღმდეგი არ არის მმართველი გუნდი, თუმცა ამის საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ხედავს.