„ევროპული საქართველოს“ სიის პრეზენტაცია ქუთაისში

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა ქუთაისში პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინეს.

პარტიის ქუთაისის ოფისში, გიგი უგულავამ დავით ბაქრაძემ  და გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს საკუთარი გეგმა გააცნეს იმის შესახებ თუ რა უნდა გაკეთდეს და რა არ უნდა გაკეთდეს ქვეყანაში. გამარჯვების შემთხვევაში პარტია მოსახლეობას გადასახადების შემცირების შედეგად 100 000 სამუშაო ადგილის შექმნას ჰპირდება. პარტიაში ამბობენ, რომ არ შეუქმნიან კოალიციას ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, ასევე არ დაუჭერენ მხარს მიხეილ სააკაშვილს პრემიერის თანამდებობაზე. აღებულ ვალდებულებებს მათ მედიის წინ ხელი მოაწერეს.

დატოვე კომენტარი