„ევროპული საქართველოს“ შეხვედრა მოსახლეობასთან

„ევროპულმა საქართველომ“ ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.

ოლქში პარტიის სახელით დეპუტატის მანდატის მოპოვებას გიგი წერეთელი შეეცდება. წარდგენა ზესტაფონის რაიონის სოფელ ცხრაწყაროში, ვარინკა წერეთლის ამფითეატრში გაიმართა. პარტიის მხარდამჭერებს კანდიდატი „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ წარუდგინა.