„ევროპული საქართველოს“ შეხვედრა ამომრჩეველთან 

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის ოლქში, პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, აკაკი ბობოხიძესთან ერთად წყალტუბოს მოსახლეობას შეხვდა.

ბობოხიძის განცხადებით, რეგიონში არსებული გაჭირვება 31 ოქტომბერს, გარდამტეხი ცვლილებების მოტანით უნდა დასრულდეს. როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ გეგმით, ამ რეგიონის მაცხოვრებლებს ექნებათ საშუალება საკუთარი პროდუქცია ევროპაში გაიტანონ. ვიდეომასალა პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა.