„ევროპული საქართველოს“ სარჩელი

„ევროპული საქართველო“ კომპანია „ალმას“ წინააღმდეგ – პარტიამ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და კომპანია ხელშეკრულების პირობების დარღვევაში დაადანაშაულა. პარტიის წევრების მტკიცებით, 29 სექტემბერს გაფორმებული შეთანხმებით, ქალაქში ექვს ადგილას ბოლბორდები უნდა გაეკრათ, თუმცა შეკვეთა ვერ შეასრულეს.

მათი შეფასებით, ბილბორდზე ასახული იყო პოლიტიკური სატირა, ჯორჯ ორუელის პერსონაჟად კი ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული. პარტიაში მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ კომპანიამ ხელშეკრულების პირობები დაარღვია და ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე უარი განაცხადა.