„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სია 

ახალი და ძველი სახეებით დაკომპლექტებული გუნდი რიგითობის გარეშე – „ნაციონალური მოძრაობისგან“ 2016 წელს გამიჯნულმა და „ევროპულ საქართველოდ“ ჩამოყალიბებულმა პარტიამ დღეს საზოგადოებას საკუთარი საარჩევნო სია გააცნო.

ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაშვებული შეცდომების აღიარება, მიღწევების ხაზგასმა და გარდამტეხი ცვლილებებისთვის ბრძოლა – ძირითადად ამ გზავნილებს მოიცავდა პარტიის ლიდერთა გამოსვლები. ბოკერია-უგულავა-ბაქრაძის გუნდი არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნის გარდაუვალობაში დარწმუნებულია, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ამ კოალიციაში „ევროპულ საქართველოს“ წამყვანი ადგილი ექნება.