„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო კამპანია

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა და 4 პარტიის საერთო ოპოზიციურმა ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ, გუმათის ოლქში შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატი, ამირან ძოწენიძე წარადგინეს. ლიდერებმა წარდგენისას ქვეყნის დასავლური მომავლისა და თავისუფლებისთვის 2 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ქუთაისის მოსახლეობას ოპოზიციის საერთო შეთანხმებული კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.