„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო კამპანია

პარტია „ევროპულმა საქართველომ“ სამცხე-ჯავახეთში მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პროპორციული სიის წევრები წარადგინა. ამომრჩევლებთან შეხვედრა ახალციხეში, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ გაიმართა.

შეკრებილ მოქალაქეებს პარტიის ლიდერი, გიგა ბოკერია შეხვდა. პარტიას რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტიდან მერობის კანდიდატი ორში ჰყავს – ახალციხეში კენჭს ზურაბ სადათ-იერაშვილი იყრის, ახალქალაქში – არსენ კარაპეტიანი.

დატოვე კომენტარი