„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო კამპანია

„დავაბრუნოთ პარლამენტი ქუთაისში“  – ამ სახელწოდებით ელექტრონული მუსიკით გაფორმებული პოლიტიკური აქცია ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან გაიმართა. ორგანიზატორის, „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის, ოთარ კახიძის განცხადებით, ქუთაისს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი უნდა დაუბრუნდეს და ამას ქუთაისს „ევროპული საქართველო“ ჰპირდება. პარტიაში ამბობენ, რომ ქალაქის განვითარებისათვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ოთარ კახიძემ მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობაზეც ისაუბრა.