"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომა - რა საკითხები განიხილეს შეკრებილებმა

28 აპრილის შუალედური არჩევნები ვანსა და ხონში და პარტიის პოლიტიკური გეგმები იყო “ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს სხდომაზე განხილვის ძირითადი თემა. პარტიის ლიდერების განცხადებით, მთავარ ამოცანად მათთვის ამომრჩევლების დარწმუნება რჩება, რომ ისინი მივიდნენ უბანზე და ხმა მისცენ მათთვის სასურველ ოპოზიციურ კანდიდატს. მათი თქმით, ხობისა და ვანის მოსახლეობის უმეტესობა მოქმედი ხელისუფლებით უკმაყოფილოა.

“ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” მზაობას გამოთქვამს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობისთვისაც. პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე ასევე პარტიის ცენტრალური ადმინისტრაციის სტრუქტურის, რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების დებულებების დამტკიცების და სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.