„ევროპული საქართველოს“ პარტიული სიის პრეზენტაცია

პარტია „ევროპულმა საქართველომ“ თბილისში პარტიული სიის ათეული წარადგინა. კანდიდატები პარტიის ლიდერებმა გიგა ბოკერიამ, გიგი წერეთელმა და აკაკი ბობოხიძემ წარუდგინეს. ბოკერიას განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ გუნდი არა მხოლოდ საკრებულოში მოხვედრისთვის, არამედ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძვის. ლიდერებმა ასევე მიმართეს ამომრჩეველს და განაცხადეს, რომ პოლიტიკური ვითარების გარდატეხისთვის თითოეული მოქალაქის ხმა ძალიან მნიშვნელოვანია. „ევროპული საქართველოს“ ლიდერები მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებენ.