„ევროპული საქართველოს“ ლიდერის შეხვედრები ოზურგეთში

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი ოზურგეთში შეხვედრებს აგრძელებს. გიგი უგულავამ, აკაკი ბობოხიძესთან ერთად, კობა ზაქარეიშვილი სერი-ანასეულის ოლქში შუალედურ არჩევნებზე კანდიდატად მოსახლეობას წარუდგინა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის განცხადებით, ქვეყანაში ცვლილებების დრო მოვიდა. მათივე ცნობით, მთავარი პრობლემები რომელიც ადგილობრივებს აწუხებს, მოუგვარებელი ინფრასტრუქტურული საკითხები, კორუფცია და ნეპოტიზმია.