„ევროპული საქართველოს“ მოთხოვნა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ არჩევამდე ოპოზიცია იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის გადახედვას მოითხოვს.

„ევროპული საქართველოს“ მოთხოვნაა, რომ საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი გაიწვიონ. ესენი არიან პარლამენტის მიერ არჩეული ზაზა ხარებავა, შოთა ქადაგიძე და ლევან გზირიშვილი, რომლებსაც ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და აინტერესებს, რატომ არ გამოხატავენ მითითებული პირები მნიშვნელოვან საკითხებზე საკუთარ პოზიციას, მათ შორის დეკემბრის ბოლოს შედგენილ კანდიდატების სიაზე, რომელიც მწვავე პროტესტის მიზეზი გახდა.

პრეტენზიებს არ იზიარებს მმართველი გუნდი, რის გამოც ოპოზიციის მოთხოვნას ბიუროს სხდომაზე კამათი მოჰყვა.

არანაკლებ მწვავე იყო რეაქციები იუსტიციის საბჭოს მხრიდანაც.