„ევროპული საქართველოს“ მოთხოვნა

„ევროპული საქართველო“ ითხოვს, მისაღებ გამოცდებზე ზოგადი უნარების ჩაბარება კანონის დონეზე სავალდებულო გახდეს.

სერგი კაპანაძის განცხადებით, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში დღესვე დარეგისტრირდება.

კაპანაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში განათლების სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები მომავალი თაობებისთვის სახიფათოა. კაპანაძე ზოგადი უნარების გამოცდის გაუქმების შემთხვევაში ნეპოტიზმის და კორუფციის რისკებზე საუბრობს.