ვაკე-საბურთალოს საარჩევნო შტაბში, გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარმა კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ და ოთარ კახიძემ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის პრეზენტაცია გამართეს. შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებასა და მართლმსაჯულების სისტემაზე ისაუბრეს. ნაფიცი მსაჯულები, უცხოელი მოსამართლეები, პოლიციის გამჭვირვალობა, სახალხო დამცველის მანდატის ზრდა, პროკურატურის რეფორმა და განზრახ მკვლელობის მუხლებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრება – ეს იმ რეფორმათა ნაწილია, რომლის გატარებასაც „ევროპული საქართველო“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს.