„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადება

„ევროპული საქართველოს“ საჩივარი ისნის საოლქოო კომისიას. ისანში მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი ბესიკ დონაძე, რაიონის მოქმედ გამგებელს და არჩევნებში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. კონკრეტულად, საუბარია საარჩევნო კამპანიაში გამგეობის თანამშრომლების ჩართვაზე. დონაძე საოლქო საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, შედგეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და აღიკვეთოს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი. ბრალდებას უარყოფენ ისნის რაიონის გამგეობაში და აცხადებენ, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლები სამუშაო საათებში აგიტაციას არ ეწევიან.