„ევროპული საქართველოს“ ლიდერები ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ

სოხუმის დაცემის 26 წლისთავთან დაკავშირებით, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ. მათ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას.

დავით ბაქრაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა რუსეთის მიერ განხორციელებულ ოკუპაციაზე. პარტიის წევრები ადგილზე ბანერებით მივიდნენ და დაგმეს რუსეთის ქმედებები.