„ევროპული საქართველოს“ კანდიდატის წარდგენა

მხარდამჭერებს შეხვდნენ „ევროპული საქართველოს“ ლიდერები თერჯოლაში, ადგილობრივ ლიდერებთან ერთად. მათ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გამოწვევებსა და გამარჯვების სტრატეგიებზე ისაუბრეს. გიგი წერეთლის განცხადებით, „ქართულ ოცნებასთან“ პირისპირ დარჩენილი შეთანხმებული ოპოზიციური კანდიდატის, ზურაბ ბუცხრიკიძის გამარჯვება, ხელისუფლების მხრიდან ტოტალური გაყალბებისა და დაშინების გარეშე გარდაუვალია“. გიგა ბოკერიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ იძულებული გახდება, ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.