„ევროპული საქართველოს“კანდიდატის განცხადება

„ევროპული საქართველოსა“ და ოპოზიციის შეთანხმებულმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ბესო დონაძემ ისნის საოლქო- საარჩევნო კომისიაში საჩივარი შეიტანა და „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის მოხსნა მოითხოვა. საჩივარი ეხება 25 სექტემბერს, თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის მონაწილეობას. ბესო დონაძის განმარტებით, ღონისძიების ფარგლებში, მოსახლეობას მუნიციპალური ქონება საკუთრებაში გადაეცა და ამ ღონისძიებაში კანდიდატის მონაწილეობა წინასაარჩევნო პროცესში ამომრჩევლის მოსყიდვას ნიშნავს. ოპოზიციური პარტიის ბრალდებებს დღეს „ქართულ ოცნებაში“ უპასუხეს.