„ევროპული საქართველოს“ ინიციატივის განხილვა

15:10, 16.09.2019

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ინიციატივამ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მხარდაჭერა ვერ მიიღო. საუბარია დადგენილების პროექტზე „საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე“.

პროექტი სამ ძირითად პუნქტს მოიცავს:

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;
  • ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შეტანა;
  • ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ სანქციების შემოღება ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

მსგავსი