„ევროპული საქართველოს“ ინიციატივა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ევროპული საქართველო“ სიის შედგენის ახალ, განსხვავებულ წესზე გადადის.

პარტიის წევრების განცხადებით, აღნიშნული წესის მიზანია, სიის შედგენისას მაქსიმალურად გამოირიცხოს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა და მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს კონკრეტული ადამიანების მიმართ ამომრჩევლის ნდობა.

პარტიის ლიდერები, პარლამენტის წევრები, პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელები და წევრები თანაბარ კონკურენციაში იქნებიან.

გამონაკლისია მხოლოდ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც სიის პირველი ნომერია, ასევე, ახალი სახეები და კოალიციური პარტნიორები. „ევროპული საქართველო“ შეეცდება, შესაბამისი ცვლილებები საარჩევნო კოდექსში შევიდეს, თუმცა, უარის შემთხვევაში, ამ წესს შიდა პარტიული რეგულაციით აამოქმედებს.