„ევროპული საქართველოს“ ინიციატივა

შეიქმნება თუ არა დროებითი საგამოძიებო კომისია „თიბისი ბანკის“ საქმეზე. საკითხს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ. ინიციატივას „ევროპული საქართველო“ აყენებს. პარტიაში ამბობენ, რომ სპეციალური კომისია შეიმუშავებს რეკომენდაციებს და გამოაქვეყნებს დასკვნას.

წინადადებას მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობაც“. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, საპარლამენტო უმრავლესობა ამ ეტაპზე საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს.

დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადად სამი თვეა განსაზღვრული.