„ევროპული საქართველოს“ ინიციატივა

შეიქმნება თუ არ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია „თიბისი ბანკისა“ და ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან დაკავშირებით. დადგენილების პროექტი ამ საკითხზე ბიუროს ხვალ წარედგინება.

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივა, კონსორციუმთან დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტების შესწავლას ითვალისწინებს. ოპოზიცაში ამბობენ, რომ „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანია, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა განახორციელეს და თვლიან, რომ ახლა სწორედ სპეციალურმა კომისიამ უნდა დაადგინოს, ვინ დგას ამ შეტევის უკან და ხომ არ უკავშირდება პროცესი ანაკლიის პორტს.

უმრავლესობის დეპუტატებისთვის მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილი წერილი მტკიცებულებად ვერ გამოდგება. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ წევრები პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავენ.