„ევროპული საქართველოს“ ინიციატივა 

„ევროპული საქართველო“ მოსახლეობას ვალდებულებათა ბარათებს დაურიგებს, თუ რისი შესრულების ვალდებულებას იღებს პარტია.

დავით ბაქრაძის თქმით, დაპირებებთან ერთად მოქალაქეებთან ხელშეკრულებას დებენ. „ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადებით, უკეთესი მომავლისთვის კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი.