„ევროპული საქართველოს“ გურჯაანის ორგანიზაცია 10-მდე წევრმა დატოვა

დღეს „ევროპული საქართველოს“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაცია 10-მდე წევრმა დატოვა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც არჩევნების პერიოდში კოორდინატორებად  და აგიტატორებად მუშაობდნენ.

პარტიის დატოვების მიზეზად „ევროპული საქართველოს“ ლიდერების განცხადებები სახელდება.

პარტიის ყოფილი წევრების განცხადებით, გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურა მათთვის მიუღებელია და მეორე ტურამდე აქტიურ მუშაობას „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გააგრძელებენ.