„ევროპული საქართველოს“ შეთავაზება

ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს პარტია „ევროპული საქართველო“. პარტიის ლიდერების განცხადებით, მათ შეიმუშავეს 10-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ქვეყანაში არსებულ კრიზისს დაძლევს. გიგა ბოკერიას განცხადებით, ამ ვითარებიდან ოპტიმალური გამოსავალი ვადამდელი არჩევნების მიღწევა და ამ არჩევნებში ხელისუფლების დამარცხებაა. მისივე თქმით, მიუღებელია ფორმულა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე რიგგარეშე არჩევნებს აზრი არ აქვს. „ევროპულ საქართველოში“ იმედოვნებენ, რომ ოპოზიცია მათ შეთავაზებას გაიზიარებს. საკითხს უკვე გამოეხმაურება ოპოზიციური პარტიების ნაწილი. ნიკა მელია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები რჩება მათ მთავარ ამოცანად და შესაბამისად, გაგრძელდება პარტიის მოქმედებაც.

მოამბე