„ევროპული საქართველოს“ განცხადება

პარტია „ევროპული საქართველოს’“ და ოპოზიციის ნაწილის შეთანხმებული კანდიდატი ისანში, ბესო დონაძე ისნის საარჩევნო ოლქში სავარაუდო პოლიტიკურ კორუფციულ სქემაზე საუბრობს.

ბესო დონაძის მტკიცებით „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატსა და ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ფიქრია ნიკოლაშვილის ოჯახს შორის არსებობს კომერციული ინტერესები. კერძოდ, ბესო დონაძის განცხადებით, კახა ლაბუჩიძე, რომელიც ასევე არის ისნის გამგებელი, ფიქრია ნიკოლაშვილის სიძის კომპანიასთან სატენდერო კონტრაქტებს აფორმებს, რაც ბესო დონაძის თქმით გავლენას ახდენს ფიქრია ნიკოლაშვილის, როგორც ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიუკერძოებლობასა და არჩევნების შედეგებზე. „ევროპული საქართველოს“ წევრი მიმართავს ცესკო-ს, შეუჩეროს თავმჯდომარეობის უფლებამოსილება ფიქრია ნიკოლაშვილს.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე ბრალდებას სიცრუეს უწოდებს და  ინფორმაციის გავრცელებას წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს.

დატოვე კომენტარი