„ევროპული საქართველოს“ განცხადება

თბილისის ქუჩებში გავრცელებული პლაკატების საკითხს ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი. გიორგი ნონიაშვილის თქმით, პოლიციას ამ საქმეზე არავინ დაუკავებია. მისი მოსაზრებით, ეს შერჩევით პოლიტიკაზე მიუთითებს, რადგან მსგავსი ქმედებისთვის ოპოზიციის მხარდამჭერებს აკავებენ. შეგახსენებთ, თბილისის ქუჩებში გავრცელებული პოსტერების საქმეზე, მუნიციპალურმა ინსპექციამ პასუხისმგებელი პირები დააჯარიმა.