„ევროპული საქართველოს“ განცხადება

რუსეთი საქართველოდან ალექსეი ნავალნის მხარდამჭერის და თანამოაზრის, სერგეი მოკარევის გადაცემას ითხოვს.

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. ბოკერიას განცხადებით, ხვალ რუსი ბიზნესმენის სასამართლო პროცესია ჩანიშნული და თუ მას საქართველო თავშესაფარზე უარს ეტყვის, რუსეთში ექსტრადირება ემუქრება. „ევროპული საქარველოს“ ლიდერის განცხადებით, მოკარევმა რუსეთში საჯარო სივრცეებში ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია და ნავალნის მხარდაჭერა გამოუცხადა, ხოლო რუსეთის საერთაშორისო პოლიტიკა ღიად გააკრიტიკა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მისი სამართლებრივი დევნა და სერგეი მოკარევი საქართველოში ჩამოვიდა.