„ევროპული საქართველოს“ განცხადება  

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

მათი შეფასებით, თამარ ჟვანიას მიერ ინიცირებული ცვლილებები ძალაუფლებასა და არჩევნების მართვის ბერკეტებს სრულად გადასცემს მის მდივანს და ცესკო-ს სუს-ს უქვემდებარებენ. პარტიის წევრის, ლაშა დამენიას თქმით, აღნიშნული ქმედება  მომავალი თვითმმართველობის არჩევნების სრულფასოვნად ჩატარებას გამორიცხავს. „ევროპული საქართველოს“ წევრები ცესკო-ს თავმჯდომარეს მოუწოდებენ, შეწყვიტოს უკანონო სტრუქტურული რეორგანიზაცია.