„ევროპული საქართველოს“ განცხადება

„ევროპული საქართველო“ და აფხაზთა კრება აფხაზეთში უკანონოდ გაქირავებული უძრავი ქონების მფლობელ დევნილებს ინტეგრირებულ ონლაინინსტრუმენტს სთავაზობენ, რომლის მიხედვითაც მათ შეეძლებათ, ნახონ საკუთარი სახლები და ბინები ქირავდება თუ არა საერთაშორისო გაქირავების პლატფორმაზე. ასეთი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, დევნილი უნდა დაუკავშირდეს აფხაზთა კრებას ფეისბუქის დახურული ჯგუფის საშუალებით. შემთხვევათა გარკვეული რაოდენობის დაგროვების შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ დახმარებით, აფხაზთა კრება შეიტანს სარჩელებს „ბუქონგ.ქომისა“ და „ეარბიენბის“ წინააღმდეგ.