„ევროპული საქართველოს“ განცხადება

პარტია „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებზე ძალადობაში ადანაშაულებს. სერგი კაპანაძის განცხადებით, გუშინ „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერს, ოქტაუს სკანდარავას „ქართული ოცნების“ აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ, თუმცა, მისივე თქმით, პოლიციამ მას ათქმევინა, რომ ის არა „ევროპული საქართველოს“, არამედ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.