„ევროპული საქართველოს“ განცხადება

„ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი, ოთარ კახიძე ქუთაისის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს და ქვეყნის გენერალურ პროკურატურას უმოქმედობაში სდებს ბრალს.

ოთარ კახიძის თქმით, 2019 წელს აუდიტის სამსახურმა წარმოადგინა დასკვნა, სადაც არაერთი ფაქტია, თუ რა დონის კორუფციაა ქუთაისის მერიაში. კახიძე პროკურატურას კითხვით მიმართავს, რატომ არ არის დასჯილი არც ერთი პირი და რატომ არ დაუბრუნდა თანხა ქუთაისის ბიუჯეტს.