„ევროპული საქართველოს“ განცხადება

კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე დღეს გიგა ბოკერიამ ისაუბრა.

ფოთში გამართულ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მთავრობა პანდემიის მორიგ ტალღას მოუმზადებელი დახვდა. მისივე განმარტებით, ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება. ბოკერიას განცხადებით, „ევროპულ საქართველოს“ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა ექნება.