„ევროპული საქართველოს“ განცხადება

„ევროპული საქართაველოს“ გურიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიწების გასხვისების საკითხს განიხილავს. ხათუნა გოგორიშვილი განმარტავს, რომ საჯარო აუქციონებისა და ელექტრონული ტენდერების მეშვეობით, ზღვისპირა ზოლში 107 ათას 200 კვ.მ მიწა გაიყიდა, რის შედეგადაც ბიუჯეტის შემოსავალი დაახლოებით 357 ათასი ლარი იყო.  გოგორიშვილის ინფორმაციით,  „შავი ზღვის არენის“ მიმდებარედ, 14 ათას 900 კვ.მ მიწის ნაკვეთი ოზურგეთის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა 3 911 ლარად, ანუ კვადრატული მიწის ნაკვეთი 30 თეთრად შეიძინა, ხოლო თუ ოზურგეთის ტერიტორიაზე კვადრატული მიწის ნაკვეთი 100 ლარად გაიყიდებოდა, ბიუჯეტის შემოსავალი დაახლოებით ათი მილიონი ლარი იქნებოდა, ანუ ადგილობრივი ბიუჯეტის ზარალი მინიმუმ ათი მილიონ ლარს შეადგენს.