„ევროპული საქართველოს“ განცხადება

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი, ჭიათურის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ კოვიდპანდემიის დროს, სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტები რეალურზე მაღალ ფასებშია შეძენილი.  მისი თქმით, ეს დანაშაულია, რაც დროულად უნდა იქნას გამოძიებული.