„ევროპული საქართველოს“ განცხადება

„ევროპული საქართველოს“ საბურთალოს ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ბაგებიდან მაღლივის მიმართულებით სამანქანო ხიდის მშენებლობის დაწყებას ითხოვს. მისი განმარტებით, ამ პროექტზე მერიამ ტენდერი ჯერ კიდევ გასულ წელს გამოაცხადა, თუმცა მისი მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა და პროექტი შეჩერებულია. ელენე ხოშტარიას განმარტებით, აღნიშნული ხიდი ვაკე-საბურთალოს გზაზე საცობების განტვირთვას ხელს შეუწყობს.

 

დატოვე კომენტარი