„ევროპული საქართველოს” განცხადება

„ევროპული საქართველო” კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ პოლიტიკურ რეკლამებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას არაკონსტიტუციურს უწოდებს. პარტიის წევრები უწყებათაშორის საბჭოს მისი გაუქმების თაობაზე შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის მოთხოვნით მიმართავენ.

ოთარ კახიძის განცხადებით, საუბარია გაზაფხულზე მიღებულ კანონზე, რომელიც საქართველოში მოქმედ მაუწყებლებს არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების რეკლამების განთავსებას უკრძალავს. მისი თქმით, კანონის თანახმად, პარტიებს საკუთარი პოლიტიკური რეკლამების ეთერში განთავსების უფლება მხოლოდ არჩევნებამდე ორი თვით ადრე ეძლევათ.