„ევროპული საქართველოს“ განცხადება

„ევროპული საქართველოს“ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ელექტრონული აუქციონის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს ორ მილიონ ლარზე მეტი თანხის ზარალი მიადგა. საუბარია, სოფელ ბოხვაურში მიწის გასხვისებაზე, რა დროსაც „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მიწის გასხვისება საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად მოხდა.

ხათუნა გოგორიშვილის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ამ საქმით აუდიტის სამსახური დაინტერესდა, სამსახურიდან გათავისუფლდა ოზურგეთის ქონების მართვის სამსახურის უფროსი და ის პასუხისგებაში მიეცა.

დატოვე კომენტარი