„ევროპული საქართველოს“ განცხადება

„ევროპული საქართველო“ მმართველი გუნდის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებზე საუბრობს. სერგი კაპანაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის სანაცვლოდ, მოსახლეობას ბოსტნეული დაურიგეს. საკითხზე მსჯელობას „ევროპული საქართველოს“ ლიდერები დღეს ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან გეგმავენ.

საკითხს მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. ისინი ამომრჩევლის მოსყიდვას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ ცალკეული ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება იქნება.