„ევროპული საქართველოს“ განცხადება

„ევროპული საქართველო“ კახა კალაძეს ნეპოტიზმსა და დისკრიმინაციულ მიდგომაში ადანაშაულებს.

გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, იმ დროს როდესაც პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ბავშვთა გასართობ ცენტრებს ეკრძალებოდათ საქმიანობა, შ.პ.ს. „ნევერლენდმა“ მერიისგან მიიღო ნებართვა, გასართობი ღონისძიება ღია ცის ქვეშ გლდანის პარკში არაერთხელ გაემართა. „ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით, ამის დამადასტურებელი საბუთები და კადრებიც არსებობს.

კანდელაკის ბრალდებებს სიცრუეს უწოდებენ თბილისის მერიაში და აცხადებენ,  რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 1 ივლისიდან ღია ცის ქვეშ გასართობ ღონისძიებებზე აკრძალვა მოიხსნა. ამასთან, მერიის ინფორმაციით,  გლდანის პარკი იჯარით არის გაცემული და კერძო საკუთრებას წარმოადგენს, შესაბამისად მერია პარკში გამართულ ღონისძიებებზე ნებართვას არ გასცემს.

დატოვე კომენტარი