„ევროპული საქართველოს“ განცხადება

პარტიები, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ყველა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში.

აღნიშნულის შესახებ დღეს განცხადება გიგი უგულავამ, გიგა ბოკერიამ და სანდრო ბარამიძემ გააკეთეს. მათი თქმით, „ევროპული საქართველო“ მზად არის კოლეგებთან კონსულტაციისთვის, ასევე აუცილებლობის შემთხვევაში, მემორანდუმის ტექსტის შემუშავებისთვის.

დატოვე კომენტარი