„ევროპული საქართველოს“ აქცია 

„დაუპიპინე ბიძინას“ – „ევროპული საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით ამ სახელწოდების აქციას მართავს. ისინი თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დილით შეიკრიბნენ და ავტომობილების მარში გამართეს. აქციის მონაწილეებმა საკრებულოს შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გადაინაცვლეს. შემაჯამებელი აქცია საღამოს კვლავ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ჩატარდება.