"ევროპული საქართველო" ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ირაკლი ღურწკაიამ დატოვა

“ევროპული საქართველო” ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ირაკლი ღურწკაიამ დატოვა. ის აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია იმ ძალის მხარდაჭერა, რომელიც ახალაიების, ქარდავებისა და სხვების შეწყალებასა და რეინკარნაციას აპირებს. ღურწკაია განმარტავს, რომ მასზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა და ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო. ასევე აღნიშნავს, რომ სხვა პარტიაში არ გადადის.

პარტიიდან წასვლის შესახებ მის განცხადებამდე, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლელა ქებურიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ქებურიას თქმით, ღურწკაიას ხელისუფლება პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა და მასზე ზეწოლაც განხორციელდა. მისი მტკიცებით, სწორედ ამიტომ მიიღო ღურწკაიამ გადაწყვეტილება პარტიის დატოვების შესახებ.