„ევროპული საქართველო“ წყალტუბოს შტაბის მენეჯერმა დატოვა

პარტია „ევროპული საქართველო“ წყალტუბოს შტაბის მენეჯერმა დატოვა. გოჩა ჩაკვეტაძემ მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ გამოუცხადა.

გადაწყვეტილების მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა დასახელდა.

ჩაკვეტაძე ამბობს, რომ მიუხედავად მისი პატივისცემისა „ევროპული საქართველოს“ მიმართ, არ აპირებს დადგეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის გვერდით.