„ევროპული საქართველო” ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ითხოვს

„ევროპული საქართველო” ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

პარტიის წევრი ოთარ კახიძე საქართველოს ხელისუფლებას, აზერბაიჯანის პრეცედენტის გათვალისწინებისა და  აზერბაიჯანელი პოლიტპატიმრის, ილგარ მამადოვის მსგავსად მერაბიშვილის ციხიდან გამოშვებისკენ მოუწოდებს.

აზერბაიჯანის სააპელაციო სასამართლომ პოლიტპატიმარი ილგარ მამადოვი პირობითი სასჯელით დღეს გაათავისუფლა. მამადოვი სასჯელს 2013 წლიდან იხდიდა, რომელიც იმავე წლის თებერვალში ანტისახელისუფლებო აქციის დროს დააკავეს. ოთარ კახიძის განმარტებით, მამადოვმა მისი პატიმრობა სტრასბურგში გაასაჩივრა და მერაბიშვილის მსგავსად საქმე მე-18 მუხლით მოიგო.