„ევროპული საქართველო“ თბილისის მერიას დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

„ევროპული საქართველო“ თბილისის მერიას დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. ამის შესახებ პარტიის წევრმა, ალექსანდრე ბარამიძემ ისაუბრა. მისი თქმით, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურისთვის პარტიის კანდიდატის, შალვა შავგულიძის სარეკლამო ბანერები მერიის სამსახურის წარმომადგენლებმა ოთხ მისამართზე: მელიქიშვილის, ბარნოვის, ჭონქაძისა და ასათიანის ქუჩებზე ჩამოხსნეს.

ოპოზიციონერი აღნიშნავს, რომ ამ ფაქტის გამამყარებელი ნორმა არ არსებობს და მერიამ თვითნებური გადაწყვეტილება მიიღო. საწინააღმდეგო აზრზე არიან ქალაქის მერიაში. დღეს ოპოზიციას კახა კალაძემ უპასუხა, მისი განცხადებით, ბანერების გაკვრის არანაირი კანონიერი უფლება არ არსებობდა.