„ევროპული საქართველო“ პროდასავლურ პარტიებს საარჩევნოდ თანამშრომლობას სთავაზობს

ევროპული საქართველო პროდასავლურ პარტიებს საარჩევნოდ თანამშრომლობას სთავაზობს. სერგი კაპანაძის განცხადებით, თუ ოპოზიცია ცაიშში საკრებულოს არჩევნებზე საერთო კანდიდატს წარმოადგენს, ქართული ოცნების დამარცხების სერიოზული შანსი ექნება. გარდა ამისა, მისი თქმით, ოპოზიცია ხონსა და ვანში საპარლამენტო შუალედურ და საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურში გასული კანდიდატის გარშემო უნდა გაერთიანდეს.

ევროპული საქართველო ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციის დასაწყებად მზად არის.