"ევროპული საქართველო" ხელისუფლებას "ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის" განვრცობისკენ მოუწოდებს

პარტია “ევროპული საქართველო” ხელისუფლებას ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის” განვრცობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ბრიფინგი დღეს სერგი კაპანაძემ გამართა, რომელმაც განაცხადა, რომ სამწუხაროდ, სიაში რუსეთის ფედერაციის არცერთი მოქალაქე არ არის შეყვანილი.

“ევროპულ საქართველოს” გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, რომლის თქმით, ხელისუფლება მზად არის, ოპოზიციის წარდგენის შემთხვევაში, “ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში” შესაყვანი სავარაუდო კანდიდატები განიხილოს.