„ევროპული საქართველო“ კაზრეთში ოქროს მომპოვებელი სამუშაოების შეჩერებას ითხოვს

ოპოზიციური პარტია ევროპული საქართველო კომპანია არემჯი გოლდის მიერ კაზრეთში ოქროს მომპოვებელი სამუშაოების შეჩერებას ითხოვს. როგორც პარტიის ლიდერმა სერგო რატიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათ გააჩნიათ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გასული წლის მონაცემები, სადაც ნათქვამია, რომ კომპანიის მუშაობის შედეგად გარემოს დაბინძურების მასშტაბები იზრდება.

კერძოდ, მდინარე მაშავერაში კადმიუმის შემცველობა ნორმას სამჯერ აღემატება. ევროპული საქართველო ასევე მოითხოვს ამ საკითხზე გარემოს დაცვის კომიტეტზე მსჯელობის გამართვას, რათა გაირკვეს, რამდენად ადეკვატურად შეფასებული კომპანიის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი.

გარემოს დაცვის სამინისტროში ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.